Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნინო კალანდაძე - ჩიკაგოს სამიტზე ნატო-ს გაფართოება დაგეგმილი არ არის

ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი გაფართოების სამიტი არ არის, _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა .
კალანდაძის თქმით, სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხი არ განიხილება. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო მიიღებს მონაწილეობას სამიტის ფორმატში დაგეგმილ ყველა შეხვედრაში.
'საქართველო მიიღებს მონაწილეობას მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. ყველა ღონისძიება, რომელიც სამიტის ფორმატში გაიმართება, საქართველო მონაწილეობას მიიღებს, როგორც ასპირანტი ქვეყანა', _ განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, სამიტზე საქართველოს მიღწევების აღიარება მოხდება და პროგრესი იქნება დაფიქსირებული.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels