Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილმა ბურჯანაძე იმიტომ გარიყა, რომ...

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფუძნებული - „ამომრჩეველთა ლიგა' „ქართული ოცნების' ზონდერ ჯგუფი იქნება, რომელიც სხვადასხვა ხერხებითა და ინსტრუმენტებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ინტერესებს მოემსახურება. წიკლაურის თქმით, ამ ლიგის ამოცანა - ქვეყანაში, ქუჩის აქციებისა და არეულობის მოწყობა იქნება. რა პერსპექტივა აქვს ამ ლიგას? რატომ გარიყა ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძე? რუსეთთან, ახალი ომის დაწყების რა საშიშროება არსებობს? - „პრესა.ჯი'  ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

- „ამომრჩეველთა ლიგას' რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიშეუერთდნენ. პოლიტიკურ ასპარეზზე, ამ ჯგუფის დაბრუნება, რას უკავშირდება?

- „ამომრჩეველთა ლიგა'  „ქართული ოცნების' ქვედანაყოფია და ღრმად მწამს, რომ ეს ლიგა და ივანიშვილის გუნდი, კოორდინირებულად იმუშავებენ. „ქართული ოცნების' შესაძლო სურვილის შემთხვევაში კი, ლიგა განსაზღვრულ როლს შეასრულებს, რადგან მათ  კონკრეტული ამოცანა აქვთ, საქართველოში, უზრუნველყონ - ქუჩის აქციები და არეულობა, რადგან ამ ხალხის პოლიტიკური წარსული, დაკავშირებულია - გამოსვლებთან და არა რაღაც, პოლიტიკურ ხედვებთან. ეს, ის პოლიტიკოსთა ჯგუფია, რომელთა ბრძოლის ინსტრუმენტი - ქუჩის აქციები და გზების გადაკეტვაა. 2009 წლის აქციები სწორედ, მათ მიერ იყო ორგანიზებული. „ამომრჩეველთა ლიგის' წარმომადგენლების მიდგომები ახალი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პირველი და შემდგომი განცხადებები იქითკენ იყო მიმართული, რომ ის, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა და აქციებს პროტესტს უცხადებდა.  

აღნიშნული ლიგა, 28 აპრილს, ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის  გამართვასაპირებს.

- საქართველოში, აქციების გამართვა არავის  ეკრძალება, რადგან ჩვენს მოქალაქეებს, ამის უფლებას კონსტიტუცია აძლევს, თუმცა ყველას კარგად ახსოვს, ეს ადამიანები აქციებს რა ფორმით ახორციელებდნენ. მათ მიერ ორგანიზებული აქციები, მუდმივად დაძაბულობის წყაროს წარმოადგენდა, გადაკეტილი იყო გზები და ბლოკირებული შენობები. ამ ჯგუფის დოქტრინა - მკვდარი ქალაქია, მაგრამ საქართველოში, მკვდარი ქალაქისა და ჰომსის განხორციელება არ მოხდება.

ბიძინა ივანიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას არაპირებდა, მას რაში დასჭირდა ეს ადამიანები? 

- მათ პოლიტიკური განსხვავებები არ აქვთ და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობასაც გამოხატავენ. ეს ლიგა „ქართული ოცნების' ზონდერ ჯგუფი იქნება, რომელიც სხვადასხვა ხერხებითა და ინსტრუმენტებით ბიძინა ივანიშვილის გუნდის ინტერესებს მოემსახურება. ამ ლიგის წევრები ამბობენ, რომ მათი დაფინანსების ძირითადი წყარო - უცხოეთში მცხოვრები ქართველები იქნებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ფინანსებს - ივანიშვილი გამოუყოფთ. 

ივანიშვილმა  მხოლოდ,  ნინო ბურჯანაძე გარიყა. რატომ?

- ბურჯანაძე, რაც მოსკოვში ჩავიდა, კომუნიკაცია  პუტინთან ჰქონდა და  ხელს იმ ჯარისკაცებს უქნევდა, რომლებიც საქართველოს თავს დაესხნენ, ბურჯანაძემ არა მხოლოდ რეიტინგი დაკარგა, არამედ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა კარგავს ხმებს, რომლებთანაც ბურჯანაძე ასოცირდება.  ამიტომ, ბურჯანაძესთან ყველა დისტანციას იცავს და ის, პოლიტიკური კეთროვანი გახდა. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - რუსეთთან ახალი ომის დაწყებისშესახებ. ამის, რა საფრთხეები არსებობს?   

- მთავარ კითხვას უნდა ვუპასუხოთ.  2008 წელს, რუსეთის მთავარი მიზანი რა იყო? მისი ამოცანა იყო  - საქართველოს დესუვერინიზაცია, ქვეყნის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსპობა და გავლენის გაფართოება. 2008 წელს, რუსეთმა ეს ვერ მოახერხა და საქართველო, დღეს, ისევ მიმართულია ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. რუსეთი, საქართველოს წინააღმდეგ საშიშროებას სულ წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გამალებული შეიარაღება და მილიტარიზაცია მიმდინარეობს. საქართველოში, ტერორისტული აქტები მანამდე ხორციელდებოდა, სანამ ქართულმა მხარემ, საქმის კურსში, ამერიკა არ ჩააყენა. საფრთხეები, სულ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეირაღებული დაჯგუფებები არსებობს.  

ქართული მხარე  ამ საფრთხეებს   რას უპირისპირებს?

- საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას, ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებასა და სარეზერვო სისტემის რეფორმას. ამასთან,  მნიშვნელოვანია მთელი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. „ქართული ოცნების' განცხადებები, რომ საქართველოსა და დე-ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ბანდფორმირებები გადაადგილდებიან, ეს რუსეთისთვის კოზირია, რომ ნებისმიერი თავისი პროვოკაციული ქმედება,   ქართველივე პოლიტიკოსების გამონათქვამებზე დაყრდნობით გაამართლოს. არსებობს თემები, რომლებზეც ყველა სოლიდარული უნდა იყოს. „ქართული ოცნება' კი, პირიქით, რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, ქართველი ოპოზიციონერების განცხადებები მოიშველიოს და თქვან, რომ ქართველების მხრიდან, ბანდფორმირებები გადაადგილდებოდნენ და სწორედ, ამაზე მოვახდინეთ რეაგირებაო. კარასინის განცხადებებთან, ირაკლი ალასანიას განცხადება უნისონში მოდის და ეჭვი მაქვს, რომ ეს განცხადებები კოორდინირებულია. 

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels