Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ობამამ დეფოლტისგან გადარჩენის კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ–ის კონგრესის სენატმა მხარი დაუჭირა კომპრომისულ კანონპროექტს სახელმწიფო ვალის ჭერის გაზრდის შესახებ. მანამდე დოკუმენტი კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტს უკვე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ობამამ.

გეგმა ითვალისწინებს ტრილიონ დოლარამდე ე.წ. დისკრეციული ხარჯების შემცირებას 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალის ლიმიტი კი მინიმუმ 2,1 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, რაც ვალის ზედა ზღვარის აწევის აუცილებლობას 2013 წლამდე მოხსნის. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება კომისია კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისგან, რომლებიც სახელმწიფო ხარჯების კიდევ 1,5 ტრილიონი დოლარით შემცირებაზე იმუშავებენ.

onlinenews.ge

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels