Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ობამამ ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას აძლევს მხარი დაუჭიროს სირიის ამბოხებულებს. ინფორმაციას ამის შესახებ 'როიტერი' აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის ხელმოწერის ზუსტი თარიღი არ სახელდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსა და აშშ-ის სხვა სპეცსამსახურებს უფლება ეძლევათ დაეხმარონ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, რაც ხელს შეუწყობს მის დამხობას. 

აღნიშნულ ფაქტზე ოფიცალურ კომენტარს თეთრი სახლის წარმომადგენლები არ აკეთებენ.

გაეროს მონაცემებით 2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას 16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა

ონლაინნიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels