Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ოპოზიციური რვიანი' დღეს განცხადებას გააკეთებს

საარჩევნო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, 'ოპოზიციური რვიანი' დღეს ახალი ინიციატივებით გამოვა . განცხადებას 'რვიანი' 13:00 საათზე, 'ეროვნული საბჭოს' ცენტრალურ ოფისში გააკეთებს.
განცხადების შინარსს 'რვიანის' წარმომადგენლები ამ დროისთვის არ ახმაურებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება მოლაპარაკებათა ფორმატის შერჩევას.
'რვიანი' მიიჩნევს, რომ ყოფილი ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელება არის უმჯობესი, მაგრამ თუ ხელისუფლებისთვის უფრო მისაღებია და უფრო შედეგიანად არის დანახული ე.წ. ინდივიდუალური მოლაპარაკებები, ჩვენ მზად ვართ ამ ფორმატისთვისაც იმის გათვალისიწნებით, რომ 'რვიანი' ამ მოლაპარაკებებში იქნება როგორც ერთი მხარე', - განუცხადა 'ინტერპრესნიუსს' 'ახალი მემერჯვენეების' ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, სხვა სიახლეების, შეთავაზებებისა და პოზიციების შესახებ 'რვიანი' დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრებს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ 30 მარტს დაგეგმილ კონსულტაციაზე 'ოპოზიციური რვიანის' მიუსვლელობის გამო, ისინი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. 'რვიანში' კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდის დატოვებას არ აპირებენ და ხელისუფლების მხრიდან მათ შეთავაზებებზე ადეკვატური პასუხის შემთხვევაში, მზად არიან მუშაობა გააგრძელონ. პროცესი დღემდე ჩიხშია შესული. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels