Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ოსმან მჟავანაძე - თურქეთის ფესტივალში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში აჭარის მითითება გაუგებრობაა

თურქეთში, კულტურულ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში აჭარის მითითება გაუგებრობაა , - ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' ტრაბზონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ოსმან მჟავანაძემ განუცხადა. 
იგი აცხადებს, რომ ეს იყო შეცდომა და ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს.
'მიიღო თუ არა ქართულმა მხარემ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. საქმის კურსში არ ვარ. დეტალებს სტამბულში ვარკვევ, რადგან სრულ ინფორმაციას ჯერ არ ვფლობ', - განაცხადა ოსმან მჟავანაძემ. 
თურქეთში მიმდინარე მსოფლიო კულტურათა დღეების აფიშაში, აჭარა ქვეყნების ჩამონათვალშია. 
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება. სოციალურ ქსელში განთავსდა კულტურული ღონისძიების აფიშის ფოტო. თურქეთში მიმდინარე მსოფლიო კულტურათა დღეებში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში აჭარა და საქართველო ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი. მსოფლიო კულტურათა დღეები თურქეთში, სტამბულში 12 ივლისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels