Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პაატა დავითაიას პოლიტიკური გაერთიანება საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოლიტიკური გაერთიანება 'საქართველოს ევროპელი დემოკრატები' 11 სექტემბრის 10 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

'საქართველოს ევროპელი დემოკრატები' 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და ტერორიზმთან მებრძოლ ცივილიზებულ მსოფლიოს უსამძიმრებს.

'ზუსტად 10 წელი გავიდა ამ უდიდესი ტრაგედიიდან, თუმცა, ამ ხნის შემდეგაც, მსოფლიოს ახსოვს კადრები, რომელსაც მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ეს იყო ტერორიზმის უპრეცენდენტო გამოვლინება. ორი ათასამდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ტერორისტთა ქმედებას.

საქართველო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მუდამ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით არის. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა, რომელსაც ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ', - ნათქვამია 'საქართველოს ევროპელი დემოკრატების' განცხადებაში.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels