Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პაპუნა დავითაია სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია სერბეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
'სერბეთი არის დემოკრატიული ქვეყანა და მე არ ვფიქრობ, რომ მან მიიღოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება', - აცხადებს დავითაია.
სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ 'ეხო მასკვისთვის' მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, სერბეთის პარლამენტში აღნიშნული საკითხის განხილვას არ გამორიცხავს.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი დღეს პარლამენტარმა რუსუდან კერვალიშვილმაც გააკეთა. 'მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და შინაარსობრივად არანაირად არ შეიძლება შეესაბამებოდეს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. ამიტომ ის მთელი დემოკრატიული საზოგადოების საწინააღმდეგოდ ვერ წავა', - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels