Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადება მოუწევს.

კანონის მოქმედი ნორმით, თუ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა 1/3-ით განახლდება, ამ შემთხვევაში, მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადეს. ვინაიდან, მთავრობა 20  მინისტრით განისაზღვრება, კანონის თანახმად, მეშვიდე მინისტრის შეცვლის დროს, მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადეს.

ამ ეტაპზე, შეცვლილია მხოლოდ 6 მინისტრი და  შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტურად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ბაჩო ახალია თანამდებობიდან გუშინ გადადგა. 

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels