Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პარლამენტს ცხრა ახალი დეპუტატი ეყოლება

პარლამენტს ცხრა ახალი დეპუტატი ეყოლება. საკანონმდებლო ორგანოში ახალი წევრების შესვლა მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ გახდა საჭირო.

ახალ დეპუტატებს შორის პარტია 'თავისუფალი დემოკრტების' წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, თამაზ შიოლაშვილი, 'რესპუბლიკური პარტიის' წევრი ფრიდონ საყვარელიძე და კოალიცია 'ქართული ოცნების' ექვსი წარმომადგენელი იქნება. 

მინისტრებად დანიშნულ ყოფილ დეპუტატებს პარლამენტი უფლებამოსილებას 7 ნოემბერს შეუწყვეტს, რის შემდგომაც ახალი წევრების სია ცესკო-ს გადაეგზავნება. სავარაუდოდ, ახალ დეპუტატებს 9 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. 

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels