Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პატრიარქი ჩეხეთში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ჩეხეთში გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის აეროპორტში თანმხლებ პირებთან ერთად მიბრძანდა. პატრიარქს ჩეხეთში   ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი გაჰყვება. უწმინდესს თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი ჩეხეთში ჩარტერული რეისით გაფრინდა. 
როგორც  'ინტერპრესნიუსს' პატრიარქის პირადმა ექიმმა,  ცისანა შარტავამ განაცხადა, უწმინდესი ჩეხეთში ათდღიან რეაბილიტაციის კურსს გაივლის. 
'ექიმთა დიდი ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ, რომ უწმინდესი ათი დღით ხანმოკლე სარეაბილიტაციო კურსს ჩაიტარებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც ძალიან გვინდა, ეს მოკლე კურსი გაიაროს', - აღნიშნა შარტავამ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels