Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პატრიარქმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იქადაგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. პატრიარქმა ყველა მხარეს სთხოვა, რომ კამათისა თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ. 'მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და მე ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს შეუძლია როგორც ბევრი სიკეთე გააკეთოს, ასევე ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას ყველაფერი კარგად იქნება', - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ისაუბრა ასევე ადამიანის ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ეს ურთულესი პროცესია და არ შეიძლება მარტივად წარმოვიდგინოთ ადამიანის ცხოვრება. 'ადამიანი ვერ მისწვდა და ვერც მისწვდება ბოლომდე, თუ რა არის მისი სულიერი და ფიზიკური არსი, თუმცა, შეიძლება ეს არც იყოს საჭირო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღვთის არსი და ღვთის განგება მიუწვდომელია. ყოველი ჩვენგანის ცხოვრება არის გამოცდა. განსაკუთრებით ახლა, ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ყოველი დღე გამოცდაა', - დასძინა უწმინდესმა. 
დღესვე ილია მეორემ რამდენიმე გვარის წარმომადგენელი დალოცა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels