Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პატრიარქმა წმინდა ილია მართლის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთაწმინდაზე, წმინდა ილია მართლის საფლავზე, პარაკლისი გადაიხადა . 
უწმინდესთან ერთად იმყოფებოდნენ, ასევე, წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები;  თბილისის მერი გიგი უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, რომელთაც უწმინდესს ელია წინასწარმეტყველისა და მისი ანგელოზის ხსენების დღე მიულოცეს. 
უწმინდესმა ასევე სანთლები აანთო ოლღა ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ზვიად გამსახურდიას საფლავებზეც. 
დღეს ელია წინასწარმეტყველის დღესთან დაკავშირებით, 19:00 საათზე ლოცვა აღევლინება ელიას მთაზე, სადაც სამონასტრო კომპლექსი უნდა აშენდეს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels