Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პოლკოვნიკი რევაზ კოტიაშვილი საქართველოში ბრუნდება

პარტია „თავისუფალ საქართველოს' ინფორმაციით, პოლკოვნიკი რევაზ კოტიაშვილი, რომელიც 2004 წლიდან რუსეთში იმყოფება, საქართველოში ბრუნდება.

კოტიაშვილი 2004 წლამდე მუშაობდა გორის პოლიციის სამმართველოს უფროსად. 'თავისუფალი საქართველოს' ინფორმაციით, კოტიაშვილი ფლობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებას და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობას.

კოტიაშვილი თხოვნით მიმართავს შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს, არ მოახდინონ მისი დაპატიმრება საქმის ხელახალ განხილვამდე.

„2006-2007 წლებში რევაზ კოტიაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს 6 წელი. ახალი ხელისუფლების პირობებში, ის დარწმუნებულია რომ მოახერხებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას და უახლოეს დღეებში გეგმავს მეუღლესთან ერთიად საქართველოში ჩამოსვლას. რევაზ კოტიაშვილი აპირებს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რეზონანსულ საქმეებზე და სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე',- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს' მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge  

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels