Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პოსტსაბჭოთა ქვეყანათა მომავალი ბედისწერა

„grani.ru'-ს საიტზე გამოქვეყნდა ვალერია ნოვოდვორსკაიას მორიგი ესსე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მომავლის შესახებ. იგი ეხება როგორც „ჩაძირულ' შუააზიურ ქვეყნებს, ისე იმპერიიდან საბოლოოდ გამოხსნილსა და გამიჯნულ ბალტიისპირელებს. ავტორი საგანგებოდ ჩერდება საქართველოზე:

 „საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ ეს მონობისაკენ მიდრეკილების გამო არ ხდება, პირიქით - ეს ქართველებს კანონისადმი ქედუხრელი დაუმორჩილებლობის ჩვევისაგან მოსდით, მთიელთა თავისუფალი სულის მქონეთ, უხელისუფლო ცხოვრებისაკენ მლტოლველთ - „დათა თუთაშხიას' ყაჩაღებისა და აბრაგთა სულის პატრონთ.  ქართველები - თავისუფლების რჩეულნი არიან, სპარსთა და თურქთა ხელიდან დასხლეტილნი, პრომეთეს შთამომავლები (ამ თეორიას გვთავაზობდა ზვიად გამსახურდია). ნებისმიერი სახელმწიფოებრიობა მიაჩნიათ მათ დამამძიმებლად -  ჯერ იყო და ზვიადი ჩამოაგდეს  და ქვეყანა სამოქალაქო ომში გახვიეს; მერე შევარდნაძე გადააგდეს. ის, ვინც აუმხედრდა მიხეილ სააკაშვილს, მშვენიერ პრეზიდენტს, აუმხედრდა თანამედროევ ცივილიზაციის მძიმე უღელს: კანონებს, გადასახადებს, სუფთა ხელებს,  ქამრების შეკვრას, წითელზე გადასვლის აკრძალვას, 9 წლიან ციხეს 100-დოლარიანი ქრთამისათვის. თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის კანონებმა კოჟრები გაუჩინა საქართველოს. ეს ცუდია: თავისუფალ ქვეყანას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ორგანიზება, დაცვა, გამოკვება და ტანთ შემოსვა. მაგრამ ქართველი მონობას არ არის ჩვეული'.

ნიუს.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels