Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიშინოვის მერის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიშინოვის მერის დორინ კირტოაკეს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მას, მიხეილ სააკაშვილის მოლდოვის პრეზიდენტად ხილვა სურს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, დორინ კირტოაკე საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს კარგად იცნობს.

„გვიხარია, რომ მას ასეთი შეხედულება აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში კეთდება',- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კიშინიოვის მერმა დორინ კირტოაკემ ერთ-ერთი სხდომის დროს განაცხადა, რომ სააკაშვილის მოლდოვის პრეზიდენტად ხილვა უნდა. ეს სურვილი მან კორუფციასა და ქვეყნის სტრუქტურაზე საუბრის დროს გააჟღერა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური Publika.md ავრცელებს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels