Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი დღეს ორმხრივ შეხვედრებს ბრიუსელში გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს დღეს, ბრიუსელში გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები დაგეგმილია ევროპის საბჭოს პრეზიდენტ, ჰერმან ვან რომპუისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ, მარტინ შულცთან. 
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში. 
ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთიდან ჩავიდა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიწვევით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაში მონაწილეობდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels