Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი ვაზიანის ბაზაზე აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება 'Agile Spirit'-ს დაესწრო . 
სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად, შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამხედრო სწავლებას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ატაშე და ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. 
ყოველწლიური სამხედრო წვრთნა 'Agile Spirit' აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადება. წვრთნები 10 მარტს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels