Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მიწვევით პრაღაში , ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 
პრეზიდენტის 'ფეისბუქის' გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. დღესვე, პრაღაში მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.
13-14 ნოემბერს კი საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels