Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი რუს დეპუტატს: ეს არის გეოგრაფიის გაკვეთილი, რომელიც ჩემგან მიიღეთ (ვიდეო)

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის წევრს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე:'თქვენ და ჩვენ სხვადასხვაგვარად ვუყურებთ საქართველოს რუკას. თქვენ, სამწუხაროდ სათვალე გჭირდებათ იმისათვის, რომ ჩვენი საქართველო დაინახოთ. 

არც ერთი ქართველი, ყველაზე პრორუსიც კი, არ მოგცემთ იმას, რაც არ გვაქვს და არ დაგანახებთ საქართველოს რუკას ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ. ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ ოკუპირებული გაქვთ საქართველოს ტერიტორიები. 

არასოდეს არ გაფუჭებულა რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი საზღვარი მიდის ფსოუსა და როკის გვირაბის გასწვრივ. ეს არის გეოგრაფიის გაკვეთილი, რომელიც მინდა რომ ჩემგან მიიღოთ', - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის დელეგაციის წევრის რეპლიკის საპასუხოდ. პრეზიდენტის ამ პასუხს, დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=xG17r-48vGk 

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels