Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს

პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუზნიეკსთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანთან.

ასევე დაგეგმილია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს დინ სპილმანს შეხვდება.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობას მიიღებს, სადაც სიტყვით გამოვა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels