Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტი უმრავლესობას შეხვდა

გუშინ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

ქვეყნის პირველი პირი საკუთარ პოლიტიკურ ძალას მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენ­ციების შესახებ ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება გონივ­რულად იმოქმედებს, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ ამ სიტუაციი­დან გაძლიერებულიც კი გამოვიდეს. პრეზიდენტი გამოსავალს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარე­მოს შექმნაში ხედავს.

'დიდი ქვეყნები დაზარალდნენ ამ შტორმში. მათი ეკონომიკა სერიოზულად შეარყია მსოფლიო ინფლაციამ და მათ შორის საწვავის ფასებმა. იმისთვის, რომ მსოფლიოს კრიზისის ოკეანეში სა­ქართველო პატარა უმწეო ნაფოტი არ აღმოჩნდეს, ჩვენი ამოცანაა, ბიზნესს მაქსიმალურად მეტი თავისუფლება მივცეთ და მეტი შესაძლებლობები გავუხსნათ.

ბიზნესს შევინარჩუნოთ მთავარი უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს - არაკორუმპირებული სა­ხელმწიფო, საგადასახადო, სამართალდამცავი სისტემა, კარგი საგადასახადო გარემო,' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკო­ნომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს.

'საერთაშორისო ვითარება ძალიან რთულია. მსოფლიო, პრაქტიკულად, ომის მდგომარეობაშია. ნავთობის ფასები ავიდა და კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს, ამით მსოფლიო ეკონომი­კა ჩამოიშლება. ასე რომ, კარგი არჩევანი არ არის: გვაქვს ან მაღალი ფასები და ჩამოშლილი ეკონო­მიკა, ან მაღალი ფასები და კიდევ შემდგომი ინფლაცია,' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისის პირობებში მთავრობის მთავარი ორიენტირი ამომრჩეველი უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას ამომრჩევლებთან 'მაქსიმალურად ახლოს' ყოფნის დავალება მისცა.

'ჩვენს თითოეულ ოჯახს ძალიან ურტყამს გაზრდილი ფასები, ამ სიტუაციაში მუდმივი ორიენტა­ცია უნდა იყოს იმაზე, რომ სახელმწიფომ გადაანაწილოს ძალიან მწირი რესურსები, მაქსიმალუ­რად დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ ფენებს. ჩვენ ყველანი ჩვენს ამომრჩევლებთან მაქსიმალუ­რად ახლოს უნდა ვიყოთ. ეს ეხება, პირველ რიგში, რეგიონებიდან არჩეულ დეპუტატებს. ეს გა­დამწყვეტია იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის უკეთესი მომავალი შექმნათ,' - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

ამასთან, გუშინდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დავით დარჩიაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

'საქართველოს წინააღმდეგ საერთაშრისო არენაზე ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დეოკუპაციის­თვის, ჩვენი პოზიციების გამაგრებისთვის. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. ის, ვინც ჩვენ გვებრძვის, ცდილობს, რომ თავის მიერ ჩადენილი უსამართლობა გაამართლოს და არ ერიდება ამ ბრძოლაში არანაირ სიბინძურეს, არანაირ მოსყიდვას, ყველაზე ცუდი, არაკაცური და ამორალური მეთოდების გამოყენებას. საბოლოო ჯამში, როგორც დავითის და გოლიათის ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაც გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ ამ ბრძოლაში გვყავს განსაკუთრებით წარჩინებული ხალხი. მათ შორის არის დავით დარჩიაშვილი,' - განაცხადა სააკაშვილმა.

თავად დეპუტატის შეფასებით, ჯილდოს მიღება მისთვის უდიდესი პატივია.

'ეს არის ჯილდო, რომლის მსგავსიც არასდროს მიმიღია და თუ რამე გამიკეთებია, ის ორი მიზე­ზით იყო განპირობებული: პირველია ის მიზანი, რომელსაც ვემსახურები და რომელმაც ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვერდით დამაყენა - ეს არის ამ ქვეყნის მოდერნიზაცია და მეორე - გუნდი, რომელიც დამხვდა და რომელმაც საოცრად ხელსაყრელი ინტელექტუალური და ემოციური, მე­გობრული გარემო შემიქმნა, რაც თითოეულ ჩვენგანს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმუმი გავაკე­თოთ,' - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა ბრწყინვალების ორდენის მიღების შემდეგ.

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels