Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტმა და პატრიარქმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.
ცერემონიალისას თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
მუხათგვერდის სასაფლაოზე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული 43 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული, რომელთაგან  რამდენიმეს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels