Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტს გადაუგზავნა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე გადაუგზავნა. 

ამის შესახებ განცხადება მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია დაიკავებს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილია დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის პოსტს კი ხატია დეკანოიძე ჩაიბარებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანს დალი ხომერიკი შეცვლის.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels