თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილი დაამტკიცა.
როგორც დღეს, გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, კბილაშილის კანდიდატურა პრეზიდენტს დასამტკიცებლად, რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.
დღესვე წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სხვადასხვა სამინისტროების ქსელებისა და სერვერების მართვაზე.
„ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ დაექვემდებაროს მეორეს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შეწყდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების პროგრამული მომსახურების, ქსელებისა და კომპიუტერების მართვა',- განაცხადა წულუკიანმა.
Internet.ge
ე.შ
|