Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> პუტინი და მედვედევი საკუთარი თავის მხარდასაჭერ მიტინგს ჩაატარებენ

6 მაისს, მოსკოვში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „მილიონების მარშის' ჩატარებამდე, ხალხს ქუჩაში თავად ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი გამოყვანენ.

მოსკოვში საპირველმაისო მსვლელობაა დაგეგმილი, რომელსაც მმართველი პარტია „ედიანაია როსია' და პროფკავშირები ჩაატარებენ. პრემიერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დემონსტრაციაში მოანწილეობას მიიღებს „გაერთიანებული სახალხო ფრონტიც', რომლის ლიდერიც პუტინია, და ამდენად, აქციების სახელისუფლო კურსის მხარდამჭერი იქნება.

როგორც ცნობილია, 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს, ოპოზიცია მორიგი მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავს. სეგრეი უდალცოვმა მას „მილიონების მარში' უწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც მასთან დაახლოებულმა წყარომ რუს ჟურნალისტებს განუცხადა, შიშობს, რომ თბილ ამინდში ოპოზიცია ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანის გამოყვანას შეძლებს და ამიტომ, ხელისუფლება უკვე ნაცად ხერხს გამოიყენებს და თავად გამართავს მასობრივი პროსახელისუფლო აქციას.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels