Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჟენევაში მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი გაიმართება

დღეს, ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი დაიწყება და ორ დღეს გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შვეიცარიაში იმყოფება ქართული დელეგაციაც. ცნობილია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის მთავარი თემები ძალის გამოუყენებლობა, დევნილების დაბრუნება და რეგიონის დეოკუპაცია იქნება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან კოალიცია 'ქართული ოცნების' წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი და  რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი. ზაქარეიშვილის განცხადებით, იგი უშუალოდ არ იქნება ჩართული მოლაპარაკების პროცესში.  

შეგახსენებთ, ჟენევაში იმყოფება საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით.

Internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels