Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი დღეს გაიმართება

ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი დღეს გაიმართბა.  ქართული დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხს დააყენებს.

მეორე სამუშაო ჯგუფი აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ პირობებს განიხილავს. იგივე ჯგუფი იმსჯელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

ამასთან, საქართველოს დელეგაცია თანათავმჯდომარეობის ყურადღებას გაამახვილებს უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, 4 მაისის ტერორისტული აქტის მცდელობაზე.

ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, დაგეგმილია ოკუპაციის თემის განხილვა. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გააკეთებს აქცენტს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო სამართლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები სწორედ ოკუპაციას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთზე, როგორც ოკუპანტ ძალაზე, ვრცელდება ყველა ის ვალდებულება, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ჩვეულებითი სამართლის მიერ, ხოლო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის არცნობა გავლენას არ ახდენს ვითარების საერთაშორისო სამართლებრივ კვალიფიკაციაზე.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels