Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რამაზ საყვარელიძე - ეს ტელეანძა იქნება ჩამხშობი ანძა

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ხელისუფლებას ტელეანძის მიმართ გარკვეული ინტერესი და არც თუ ნათელი განზრახვა აქვს. 
'საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ტელეანძის ოთხი წლით კერძო კომპანიისთვის გადაცემის შესახებ, თავისუფალ სიტყვას კიდევ უფრო სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ჩნდება უამრავი უპასუხო კითხვა: რატომ დადგა დღის წესრიგში ანძის გასხვისება? რატომ იყო აუქციონის პირობები გასაიდუმლოებული? რატომ აღმოჩნდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი და რა საჭირო იყო მისი ვინაობის ასე საგულდაგულოდ დამალვა? ყველაფერი ერთად ადამიანს აფიქრებინებს, რომ ამ პროცესში რაღაც რიგზე არ არის', - აცხადებს ექსპერტი გაზეთ 'ყველა სიახლისთვის' მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ინფორმაციას ის მალავს, ვინც შეგნებულად დგამს არასწორ ნაბიჯს და ამიტომაც ცდილობს საზოგადოებისთვის თვალის ახვევას. 
'შედეგად კი, ეს ანძა აღარ იქნება სიტყვის თავისუფლების სამსახურში, პროცესი სავარაუდოდ, ისე წარიმართება, რომ ეს ტელეანძა იქნება ჩამხშობი ანძა', - აღნიშნავს საყვარელიძე.
1-ელ აგვისტოს ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია 'გოლდენ კომი' და მას 4 წლის ვადით, სამართავად გადაეცა შპს 'ალფა კომის' საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 'ალფა კომის' მართვის უფლება წელიწადში 110 000 ლარად გაიყიდა. 
ახალი ინვესტორი ვალდებულია, 'ალფა-კომს' პროფილი შეუნარჩუნოს. აუქციონის პირობების მიხედვით, იგი 'ალფა კომში' უახლოეს 4 წლის მანძილზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული.
კომპანია 'გოლდენ კომი' სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 11 ივლისს და კომპანიის ხელმძღვანელად დასახელებულია ვასილ ბოლაშვილი.
'ალფა-კომი' შპს 'საქართველოს ტელერადიოცენტრის' ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრე იყო. მის მფლობელობაში შედიოდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels