Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რასმუსენი ქართველ ხალხს კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი არჩევნების დასრულებას ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ქართველ ხალხს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი არჩევნების დასრულებას ულოცავს. 
'ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ ერთად იღვაწოს ქვეყნის საკეთილდღეოდ; განახორციელონ რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შემდგომი კონსოლიდაცია. ნატო ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობების პოლიტიკისა და ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს ურთიერთობები', - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახლახან რასმუსენს გენერალური მდივნის უფლებამოსილება ერთი წლით გაუგრძელეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels