Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რასმუსენი: 'ჩვენ ვაღიარებთ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია'

ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ დემოკრატიული რეფორმების კურსი, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის მინისტერიალის გახსნის წინ. 

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, იგი 5 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. 

'საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ერთგული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს მისწრაფებები, გახდეს ალიანსის წევრი. ჩვენ ვაღიარებთ პროგრესს, რასაც მიაღწია საქართველომ და მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ დემოკრატიული რეფორმების კურსი. საქართველომ გამოავლინა სამაგალითო ერთგულება IშAF-ის მისიის მიმართ და ხვალ ჩვენ IშAF-ის ყველა პარტნიორთან ერთად განვიხილავთ მისიის სამომავლო დაფინანსების საკითხებს. ეს არის სტაბილური ავღანეთისთვის ჩვენი საზიარო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი', - განაცხადა რასმუსენმა.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels