Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რა კავშირია ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ჟვანიას შორის?

ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით მოხდა. 
ამის შესახებ 'ივერონს' საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრთან დაახლოებულმა პირმა აცნობა. 

'მე ოქრუაშვილს კარგად ვცნობ და ის ძალზედ გამჭრიახი ადამიანია. 2007 წლამდეც მის მიმართ ბევრი ბრალდება იყო გაჟღერებული, ასე რომ, დარწმუნებთ შეიძლება ითქვას - ოქრუაშვილი ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არის ჩამოყვანილი და ის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა', - განუცხდა 'ივერონს' ოქრუაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლებისთვის პრემიერის გარდაცვალების გამოძიება პრესტიჟის საქმეა.

'2007 წელს ოქრუაშვილმა ბევრი რამ არ თქვა. მან გააჟღერა მხოლოდ ის, რომ ჟვანია იმ სახლში, სადაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს, უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ლოგიკურად, ახალი ხელისუფლებისთვის ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გამოძიება პრესტიჟის საქმეა და არა მხოლოდ... ვის და რას 'ჩაიყოლებს ჟვანია' ამას მომავალი გვიჩვენებს... სააკაშვილს უფლებამოსილება 2013 წლის 20 იანვარს უწყდება', - განაცხადა ოქრუაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels