Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> „რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის'

საქართველოს პრეზიდენტმა არსენია იაცენიუკის ფონდის „აღმოაჩინე უკრაინა'-ს დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში მთავრობის დემოკრატიული გადაცემის პროცესი, საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. კლუბის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დისკუსიის თემა იყო „რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის'.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ FB-გვერდზე წერია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. ექსპერტებთან ერთად, დისკუსიას უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი (1991-1994წ.წ.) ესწრებოდა.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა  „კიევ პოსტ'-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნის უალტერნატივო მომავალია.

'მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ქვეყანამ მისი და მისი გუნდის 9-წლიანი მართველობის პერიოდში დააგროვა. მან, ის ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები გამოყო, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითო მოდელად აღიარეს. გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დაწყებული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, რადგან ქართველი ერი წარსულში დაბრუნების არჩევანს აღარ გააკეთებს,' - წერია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ FB-გვერდზე.

news.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels