Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რესპონდენტების 49.9%-ის აზრით, საქართველოსა და ნატო-ს მიზნები ერთმანეთს ემთხვევა

'სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრმა' საქართველოს მოსახლეობის ნატო-სადმი დამოკიდებულება გამოიკვლია. გამოკითხვის შედეგები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან მეტრეველმა ჟურნალისტებს 'ინტერპრესნიუსის' ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 76.07% ნატო-ს თავდაცვით სამხედრო ბლოკად მიიჩნევს, 13.45% -ს პასუხის გაცემა უჭირს, 10.46%-ის აზრით, ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია.
რესპონდენტების 58.87% მიიჩნევს, რომ ნატო-ს გავლენა მსოფლიოში იზრდება, 20%-ის აზრით უცვლელი რჩება, 13.08%-ს მიაჩნია, რომ ნატო-ს გავლენა კლებულობს, 8.03%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
გამოკითხულთა 58.87% მიიჩნევს, რომ ნატო საფრთხეს არ წარმოადგენს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნისთვის, 25.04%-ის აზრით, ნატო საფრთხის შემცველია, 16.07%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
რესპონდენტების 49.90%-ის აზრით, საქართველოსა და ნატო-ს მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, 26.16%-ის აზრით, მიზნები განსხვავებულია, 23.92%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
გამოკითხული მოქალაქეების 56.07%-ს მიაჩნია, რომ ნატო-სთან ურთიერთობის გამყარება საქართველოს მეტ სიკეთეს მოუტანს, 31.58%-ს უჭირს პასუხის გაცემა, 12.33% -ის აზრით, ნატო-სთან ურთიერთობა საქართველოს მეტ ზიანს მოუტანს. 
რესპონდენტების 33.45%-ს მიაჩნია, რომ ქართველი ახალგაზრდები სხვის ომში არ უნდა იღუპებოდნენ, 32.71% მიიჩნევს, რომ საქართველო თავის სამხედრო კონტიგენტს ნატო-ს სამხედრო მოქმედების ზონებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგზავნიდეს. 21.12%-ის აზრით, კონტიგენტს აუცილებლად უნდა აგზავნიდეს, 12.71%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
გამოკითხულთა 43.17%-ის აზრით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა სასურველი და შესაძლებელია, 19.06%-ის აზრით, სასურველია, მაგრამ შეუძლებელი, 18.13%-ს პასუხის გაცემა უჭირს, 11.21%-ის აზრით, არ არის სასურველი, მაგრამ შესაძლებელია, 8.41% მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის სასურველი და შეუძლებელია.
'სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრმა' გამოკითხვა თბილისის მასშტაბით 10-17 ივლისს ჩაატარა. ორგანიზაციამ 537 რესპოდენტი გამოკითხა. რესპოდენტების 58.5 % უმუშევარია, 28.0% თვითდასაქმებული, 11.0% სახელმწიფო მოხელე, 2.4% კი ბიზნესმენი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels