Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რიჩარდ დურბინი: საქართველო ამტკიცებს, რომ აუცილებლად გახდება ნატოს ღირსეული წევრი

ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა ქართული მხარის მიერ „აისაფის' ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა. 

სენატორის შეფასებით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვენლოვანია.

მისი თქმით, საქართველო თავისი მისიით, ამტკიცებს, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს ღირსეული წევრი.

'ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები და თავდადებით ასრულებენ მისიას. ვეთანხმები ჩემი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეფასებას, რომ საქართველო  თავისი მისიით, ამტკიცებს იმას, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს ღირსეული წევრი', - განაცხადა სენატორმა. 

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels