Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რუსებმა სეპარატისტების დროშა ჩრდილოეთ პოლუსზე აღმართეს

ახალგაზრდულმა ექსპედიციამ „თხილამურებზე - პოლუსისკენ', არქტიკის ყინულებში, 110 კილომეტრი  გაიარა, რათა ჩრდილოეთ პოლუსისთვის მიეღწია - იუწყება გამოცემა „აბხაზია ორგ', რომლის ცნობითაც ექსპედიციის მონაწილეებმა იქ რუსეთის დროშასთან ერთად, აფხაზეთის დროშაც აღმართეს.

აფხაზეთის დროშა ექსპედიციის წევრს, „როსიისკაია გაზეტას' ჟურნალისტს რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა იგორ ახბამ გადასცა.

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტმა დროშის აღმართვის შესახებ ინფორმაცია სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს პირდაპირ ჩრდილოეთ პოლუსიდან აცნობა.

როგორც ირკვევა, რუსებმა აფხაზეთის დროშა არქტიკაში დუმის დეპუტატის არტურ ჩილინგაროვის ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციისას, 2007 წელსაც,

აღმართეს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels