Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რუსეთი აფხაზეთში იარაღს ეძებს

გაგრის რაიონის მამზიშხას მთის რაიონში იარაღის სამალავია აღმოჩენილი. რუსი ძალოვნების მონაცემებით, იარაღი რუსეთში გადასატანად იყო განკუთვნილი.
სამალავში აღმოჩენილი კალაშნიკოვის სამი ავტომატი, ხელის სამი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნი, 4 ყუმბარა, ვაზნების დიდი რაოდენობა და 700 გრამი ტროტილი.

„ამოღებულია ასევე ორი საიდუმლო რუკა რუსეთის ფედერაციაში გადასასვლელი გზებისა' - ნათქვამია რუსეთის შსს-ს ჩარდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის განყოფილების საიტზე.

ჯერჯერობით აფხაზური მხარე ამ აღმოჩენის შესახებ დუმს, საინფორმაციო საშუალებებში იარაღის სამალავის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარის ცნობით, სამალავი აფხაზ მილიციელებთან ერთად აღმოაჩინეს.

რუსული მხარე იუწყება, რომ ოპერატიული ღონისძიებების შედეგად რუსეთის ფედერაციაში იარაღის არალეგალურად გადატანის გზა გაშიფრეს და უკვე სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.

ეს უკვე მეოცე სამალავია წელს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იპოვეს.
აგვისტოს თვეში რუსეთის „ფსბ'-მ განაცხადა, რომ იარაღის 4 სამალავი ქართულ-აფხაზურ ე.წ. საზღვარზე აღმოაჩინა.

მაისის თვეში კი 6 ასეთი სამალავის შესახებ იუწყებოდნენ. თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ამ იარაღის წარმომავლობაზე არ მიუთითებენ და ჯერჯერობით, „ბოროტ განზრახვებში' არც ქართულ მხარეს ადანაშაულებენ.

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels