Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'რუსეთი აღიარებს, რომ საქართველოსთან შეთანხმება სჭირდება'

ივლისის ბოლოს, თბილისი და მოსკოვი, შვეიცარიის შუამავლობით, ვაჭრობის მსოფლიო ორგა­ნიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

მოლაპარაკებების შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პროცესი წინ მიიწევს. წინა რაუნდ­ში, მხარეების შეთანხმებით, საბაჟო ექსპერტებმაც მიიღეს მონაწილეობა. რუსეთის საგარეო საქმე­თა მინისტრმა სარგეი ლავროვმა კი გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოილაპარაკოს. '24 საათი' ვითარებაში გასარკვევად საქართველოს საგარეო საქ­მეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეს ესაუბრა. 'მოლაპარაკებებში ჩართული ვარ და დეტა­ლების შესახებ არ ვლაპარაკობ - ამაზე შვეიცარულ მხარესთან ვართ შეთანხმებულები,' - აღნიშ­ნავს სერგი კაპანაძე.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ვასილ ჭყოიძემ '24 საათს' განუცხადა, ლავროვის განცხადება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძ­ლებლობაზე ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დათანხმდება ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვებ პუნქტებ­ზე ისეთი კონტროლის დამყარებას, როგორსაც ქართული მხარე მოითხოვს.

'სხვანაირად აქ წარმატება ვერ იქნება,' - შენიშნავს ჭყოიძე. მისი თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი შეთანხმებისთვის ნაწილობრივ მზად არის. თუმცა ვასილ ჭყოიძის ეჭვს ერთი გარემოება იწვევს. 'ლავროვის და მისი მსგავსი დიპლომატების განცხადებები შესაძლოა, მაინცდამაინც საიმედო არ იყოს და მანევრირებას ჰქონდეს ადგილი, - აღნიშნავს ჭყოიძე, - მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე­თი სიგნალი აქამდე არ ყოფილა - რუსეთი პრინციპში თანახმაა, საქართველოს პირობები მიიღოს. რუსეთმა პრაქტიკულად პირველად აღიარა, რომ მას საქართველოსთან შეთანხმება სჭირდება. აქამდე აცხადებდნენ, რომ ვმო-ში გაწევრიანებას საქართველოს გვერდის ავლით მოახერხებდნენ. ახლა რუსეთი დარწმუნდა, რომ საქართველოს გარეშე ვმო-ში ვერ შევა და საქართველოს მოთხოვ­ნის დაკმაყოფილებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.'

ვასილ ჭყოიძე საქართველოს უკან დახევას გამორიცხავს. მისი თქმით, საქართველო ისედაც და­თანხმდა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტები საერთაშორისო მებაჟეებმა გააკონტროლონ. 'ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამის იქით ჩვენი კომპრომისი არ წავა. საქართველოს შეთავაზება საკმაოდ რეალისტური იყო, ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი მას დათანხმდება,' - აცხადებს ჭყოიძე.

კრემლის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესა­ხებ დმიტრი მედვედევი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან მიშელინ კალმი-რეისთან ისაუბრებს. თუნცა, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებისთვის დღეს საქართველო ერთადერთი ბარიე­რი არაა. ვასილ ჭყოიძეს აზრით, ყველაზე პრობლემატური ის საბაჟო კავშირია, რომელიც რუსეთ­მა ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად შექმნა. ეს, სავარაუდოდ, ვმო-სთან ცალკე მოლაპარაკებე­ბის საგანი გახდება.

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels