Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რუსეთმა გაერო-ში სირიის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

რუსეთმა გაერო-ში სირიის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა . რუსული მედიის ინფორმაციით, გაერო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა სირიასთან დაკავშირებით გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას საზიანო უწოდა და მხარი არ დაუჭირა. 
გუშინ დამტკიცებულ რეზოლუციაში გაერო სირიის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენება და ქვეყნის ქალაქებიდან ჯარები გამიყვანოს. 
ჩურკინმა განაცხადა, რომ ასეთი მოწოდება კიდევ უფრო გააღვივებს კონფრონტაციას და ხელს შეუშლის პროცესის პოლიტიკურ პლატფორმაზე გადაყვანას.
გაერო-ს რეზოლუციას რუსეთის გარდა, მხარი არ დაუჭირეს ბელორუსმა, ვენესუელამ, ინდოეთმა, ჩინეთმა, კუბამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels