Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რუსეთმა ცხინვალის რეგიონი შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა

 

რუსეთის მთავრობამ ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შეიარაღებული კონფლიქტის და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

სიაში ერაყი, ავღანეთი, იემენი და ლიბიაც არიან. ჩამონათვალი რუსეთის ფედერაციამ გასულ კვირას დაამტკიცა. კრემლმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სიაც, სადაც მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაა.

აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთიც მოხვდნენ. ამავე რუსეთის ხელისუფლებამ ალჟირი, გვატემალა, ისრაელი, ყირგიზეთი, კოლუმბია და კონგო შეიყვანა. რუსეთის პრემიერმა კი ამ ქვეყნებში მომუშავე ელჩებს დამატებითი გარანტიების შემუშავება დაავალა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels