Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რუსეთ-საქართველოს საზღვარი ხუთი საათით გაიხსნა

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი შაბათს ქართულმა მხარემ ხუთი საათით გახსნა.

საზღვრის გახსნის მიზანი რუსეთის მხარეს დაგროვილი სატრანზიტო ავტომანქანები გატარება იყო.

'ინტერპრესნიუსის' ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სა­მინისტროს პრესსამსახური იუწყება. მათი ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დილის 07:00-დან 12:00 საათამდე იყო ღია.

საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ქართული მხა­რის მოთხოვნით, 12 აპრილს დიდთოვლობის გამო დაიკეტა.

'ყაზბეგი-ზემო ლარსის' საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვ­რის ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტია.

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels