Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სააკაშვილი ბრიუსელს ეწვევა

პრეზიდენტი სააკაშვილი 13-14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, იტყობინება მისი პრესსამსახური.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასევე გეგმავს ბრიუსელში ვიზიტს 12-14 ნოემბერს, სადაც შეხვდება ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბრიუსელში „ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს'.

ბელგიაში გამგზავრებამდე, მიხეილ სააკაშვილი პრაღაში 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიას სიტყვით მიმართავს, სადაც დაგეგმილია მისი „პირისპირ' შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels