Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სააკაშვილი: ბირთვული კონტრაბანდის შემთხვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა

ბირთვული კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, რომელთა შორისაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც იყო.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული კონტრაბანდის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას არავითარი ინფორმაცია არ მიუღია, რადგან იქ არ არსებობს ამ შემთხვევის დადასტურების არც საერთაშორისო მექანიზმი და არც რაიმე გზა გამოძიების დასაწყებად.
'მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება სერიოზული საფრთხეები, რომლებზეც საერთაშორისო სამართალში არსებული ნაცრისფერი ზონების გამო სამწუხაროდ პირდაპირი კონტროლის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ვგულისხმობ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ორ შავ ხვრელს, რომელზეც არანაირი საერთაშორისო მონიტორინგი არ ხორციელდება', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

epn.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels