Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სააკაშვილი: ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში გამარჯვებული რუსეთი, დღეს თვითონ არის ოკუპანტი

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ქვეყანა, რომელიც გამარჯვებული იყო ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, დღეს, თვითონ არის სხვა ქვეყნის ოკუპანტი.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ბათუმში, ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სააკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის და ძალიან ბევრი სხვა რეზოლუციის თანახმად, რუსეთი  საქართველოს ტერიტორიების უკანონო სამხედრო ოკუპაციას ახორციელებს.

„დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი აღინიშნება. ძალიან ბევრმა საქართველოს მკვიდრმა თავი გასწირა იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი დამარცხებულიყო. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ადამიანების ოდენობით, საქართველო პირველ ადგილზე იყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის.

დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი გამოიხატება იმაში, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების ტერიტორიაზე ისევ გაჩნდნენ ოკუპანტები და ოკუპირებულები',- განაცხადა სააკაშვილმა.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels