Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> სააკაშვილი Wizz Air-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას' შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „Wizz Air'-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას' შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „Wizz Air'-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის ქუთაისის, როგორც რეგიონის საკვანძო აეროპორტის მნიშვნელობას. პრეზიდენტის თქმით, „Wizz Air'-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და იმერეთის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ავიაკომპანია „Wizz Air' მგზავრების გადაყვანას 27 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისი ქუთაისი - კიევი 22 ევრო ეღირება.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels