Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად „დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან შეუთავსებლობა' დაასახელა.

„ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო შეუთავსებლობა დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ეს სერიოზული საუბრის თემაა და ახლა მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ', - განუცხადა ვაშაკიძემ „ინტერპრესნიუსს' 22 იანვარს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შესთავაზა ვაშაკიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გაგრძელება, ვინაიდან ის პროფესიონალად მიაჩნია, მაგრამ ვაშაკიძემ უარი განაცხადა.

ვაშაკიძეს წინა ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. მთავრობის შეცვლის შემდეგ ვაშაკიძე საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელიც გახდა ჟენევის მოლაპარაკებებზე.

საგარეო უწყებას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმაზე, თუ ვინ შეცვლის ვაშაკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels