Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საგარეო უწყება, ტიუმენის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტიუმენის აეროპორტში, ავიაკატასტროფის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, ტიუმენის ოლქთან, სამგზავრო თვითმფრინავ ATR-72-მა ავიაკატასტროფა განიცადა. „რია ნოვოსტის' ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 32 ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმფრინავი, რომელიც ტიუმენი-სურგუტის რეისს ასრულებდა, „როშინოს' აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. შემთხვევა დილით, 06:45 სთ-ზე მოხდა. ბორტზე მყოფი 43 ადამიანიდან, 39 მგზავრი, 4 კი ეკიპაჟის წევრი იყო. ამ დროის მონაცემებით, გადარჩენილია მხოლოდ 11 ადამიანი.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels