Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებში მონაწილე მხარეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა, საპარლამენტო არჩევნები შეაჯამეს.

მათი შეფასებით, გუშინდელი არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დემოკრატიის თვალსაზრისით, თუმცა წინსაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რამაც პროცესის მიმართ ნდობა შეარყია.

„არჩევნები მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩატარდა, ახლა კი, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მოსულ ძალას და ოპოზიციას. წაგებულები და მოგებულები აღარ უნდა იყვნენ',- განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს საპარლამენტო ანსამბლის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები  არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანდნენ.

მისიის წარმომადგენელთა შეფასებით, გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე მოსახლეობამ საარჩევნო კულტურის მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

„საარჩევნო გარემოში წინსვლა შეინიშნებოდა. მოსახლეობას თავისუფლად მიეცა საშუალება გამოეხატა საკუთარი ნება, თუმცა  ნაკლოვანებებიც საკმაოდ არსებობდა,'- განაცხადეს პრესკონფერენციაზე

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არჩევნების გაშუქების საკითხსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოში ამ კუთხით ცუდი მაჩვენებელია. უცხოელი დამკვირვებლების თქმით, არჩევნების შესახებ ყველაზე დაბალანსებული მონაცემები „საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა'.

 Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels