Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ' პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შედის

ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საქართველოს საელჩოს შვეიცარიის კონფედერაციაში ერთი დიპლომატი აღარ დაფარავს .
ამის შესახებ პრეზიდენტის 16 მარტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, რომლის საფუძველზეც ცვლილება შედის 'საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1-ელი ივნისის ბრძანებულებაში. 
შესაბამისად, ცალ-ცალკე ჩამოყალიბდება საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. 
პრეზიდენტის ბრძანებულება 23 აპრილს ამოქმედდება 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels