Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის პირველი მოადგილე იქნება ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების' წევრი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი, ხოლო უმრავლესობიდან მეორე წევრი კარლო კოპალიანი იქნება, რომლის არჩევისას კომიტეტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

რაც შეეხება ოპოზიციიდან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ის „ნაციონალური მოძრაობის' წევრი დავით საყვარელიძე იქნება.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels